top of page
Search

20 რჩევა, სახლიდან ეფექტური მუშაობისთვის

Writer's picture: Metaweb.geMetaweb.ge

1. შეიმუშავეთ რეგულარული საათები შეადგინეთ განრიგი და ეცადეთ დაიცვათ ის უმეტეს შემთხვევაში. მკაფიოდ ხელმძღვანელობა როდის იმუშაოთ და როდის დაისვენოთ პრინციპით, დაგეხმარებათ დისტანციურად მუშაობას და ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნებაში. ამით იმის თქმა მინდა, რომ დისტანციური მუშაობის ერთერთი სარგებელი მოქნილობაა, ზოგჯერ საჭიროა დღის გაწელვა, ზოგჯერ კი სხვა ადამიანის დროის სარტყელზე მორგება. როცა სამუშაოს შეასრულებთ, შეეცადეთ დროზე ადრე დაამთავროთ ან მეორე დილით გამოიძინოთ ძალების აღსადგენად.

დროის ავტომატური კონტროლის აპლიკაცია, როგორიცაა RescueTime, საშუალებას მოგცემთ შეამოწმოთ იცავთ თუ არა თქვენს განრიგს. მას შეუძლია ისიც გაარკვიოს, დღის რომელ მონაკვეთში ხართ ყველაზე პროდუქტიული და როდის ნაკლებად. ეს ინფორმაცია შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ და ეფექტურად ორიენტაციის საათები მნიშვნელოვან დავალებებს დაუთმოთ.

2. შექმენით დილის რუტინა სამუშაო მაგიდასთან დაჯდომა და მუშაობის დაწყება გარკვეულ დროს ერთია, მაგრამ ისეთი რუტინის შექმნა, რომელიც სამუშაოსკენ მოგიხმობთ - მეორე. რა არის თქვენს დილის რუტინაში ისეთი, რაც მიუთითებს, რომ მუშაობას იწყებთ? ეს შეიძლება იყოს ფინჯანი ყავა. შეიძლება - დილის ვარჯიშიდან დაბრუნება ან ჩაცმა (პიჟამოს შარვლის ტარება მუშაობის დროს ზოგისთვის სახალისოა, მაგრამ ზოგისთვის ცუდი სტრატეგიაა). რუტინა შეიძლება საათზე ძლიერი აღმოჩნდეს და მუშაობის დაწყებაში დაგეხმაროთ ყოველდღიურად. შრომა აუცილებელი არ არის სახლიდანაც დილის საათებში დაიწყოთ, თქვენ შეიძლება ეს რუტინა დღის რომელიმე სხვა მონაკვეთში გაიაროთ.

3. შექმენით ძირითადი წესები თქვენს სივრცეში მყოფ ადამიანებთან ერთად დააწესეთ ძირითადი წესები სხვა ადამიანებთან თქვენს სახლში ან მათთან, ვინც თქვენს სივრცეს იზიარებს მუშაობის დროს. თუ გყავთ ბავშვები, რომლებიც სკოლიდან სახლში იმ დროს ბრუნდებიან, როცა თქვენ ისევ მუშაობთ, მათ დასჭირდებათ ჩამოყალიბებული წესები რისი გაკეთება შეუძლიათ და არ შეუძლიათ ამ დროს. გარდა ამისა, მხოლოდ იმიტომ რომ სახლში ხართ და შეგიძლიათ მომსახურე ადამიანები სახლში შეუშვათ ან შინაურ ცხოველებზე იზრუნოთ, იმას არ ნიშნავს, რომ სხვებს შეუძლიათ იფიქრონ, თითქოს თქვენ ყოველთვის ამას გააკეთებთ. თუ თქვენ ასე ირჩევთ სახლის საქმეების განაწილებას, კარგია, მაგრამ თუ ამ ყველაფერს მოუწესრიგებელი სახე ექნება, იმიტომ რომ სახლში ხართ, შეიძლება ამით ისარგებლოთ და თქვენი პროდუქტიულობა შემცირდება.

4. დაგეგმეთ შესვენებები გახსოვდეთ თქვენი კომპანიის პოლიტიკა შესვენებების შესახებ და გამოიყენეთ ის. თუ თვით დასაქმებული ხართ, ისარგებლეთ ადეკვატური დროით დღის განმავლობაში და მოცილდით კომპიუტერს და ტელეფონს. სადილის შესვენება და ორი 15 წუთიანი მოკლე შესვენება არის სტანდარტი სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლებისთვის ამერიკაში.

5. სრულად გამოიყენეთ შესვენებების დროს ნუ შეიმცირებთ შესვენებებს და ნუ შეიზღუდავთ თავს, განსაკუთრებით სადილის შესვენების დროს. შეგიძლიათ გამოიყენოთ აპლიკაცია, მაგალითად TimeOut-ი Mac-თვის

და Smart Break-ი Windows-თვის, რომ მოცილდეთ კომპიუტერს 60 წუთით. შეგიძლიათ უბრალოდ დააყენოთ საათი ან თაიმერი ეკრანზე, როცა შესვენებაზე გახვალთ. თუ შესვენებიდან 40 წუთის შემდეგ დაბრუნდებით, გაისეირნეთ დარჩენილი 20 წუთის განმავლობაშიც.

6. გაისეირნეთ თუ ნება დართულია და უსაფრთხოა სახლიდან გასვლა კორონავირუსის გავრცელების დროს, გადით სახლიდან, ისე რომ დაიცვათ სოციალური დისტანცია. იგივეს ვურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც ტრადიციულად ოფისებში მუშაობენ. დატოვეთ ოფისის შენობა დღეში ერთხელ მაინც.

7. დაუყოვნებლივ მოითხოვეთ ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ თუ ისეთ კომპანიაში ან ორგანიზაციაში მუშაობთ, რომელიც თქვენს სახლიდან მუშაობის სისტემას უზრუნველყოფს, სთხოვეთ მათ საჭირო აღჭურვილობა, როგორც კი სახლიდან მუშაობას დაიწყებთ ან ერთი ან ორი დღის შემდეგ, როცა მიხვდებით, რომ რაღაც ახალი გჭირდებათ. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პრეცედენტები ადრევე დააფიქსიროთ და თქვენთვის საჭირო ყველაფერი მოითხოვოთ, რომ სამუშაო კომფორტულად შეასრულოთ. ამაში შედის წესიერი მონიტორი, კლავიატურა, მაუსი, სკამი, პრინტერი, პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ. ორგანიზაციებს, რომლებიც დისტანციურ მუშაობას მიჩვეული არიან, მუდამ აქვთ გამოყოფილი ბიუჯეტი სახლის საოფისე აღჭურვილობისთვის.

8. დაიცავით ოფისისთვის განკუთვნილი სივრცე სახლში სამუშაოს შესასრულებლად გამოიყენეთ ინდივინდუალური კომპიუტერი.დაზღვეული იქნებით გაუგებრობებისგან. თანამშრომლისთვის ეს უფრო უსაფრთხოა.

9. იქონიეთ სამსახურისთვის გამოყოფილი მობილურის ნომერი აიღეთ ნომერი, რომელსაც მხოლოდ კოლეგებთან და კლიენტებთან დასარეკად გამოიყენებთ. აუცილებელი არ არის ეს იყოს ფიქსირებული ნომერი, მეორე მობილური ან სიმ ბარათიც კი. ეს შეიძლება იყოს უფასო VoIP მომსახურება, როგორიცაა Google Voice ან Skype ნომერი. სხვა რჩევების მსგავსად, სამსახურისთვის გამოყოფილი მობილურის ნომერი დაგეხმარებათ სამსახურის და პირადი ცხოვრების დაბალანსებაში.

10. გამოიყენეთ VPN-ი გამოიყენეთ VPN-ი, როცა ისეთ ქსელში ხართ დაკავშირებული, რომელსაც არ აკონტროლებთ. ამაში შედის Wi-Fi საერთო სამუშაო სივრცეში, კაფეებში, ბიბლიოთეკებში და აეროპორტებში. ზოგ ორგანიზაციას თავისი საკუთარი VPN-ი აქვს, რომელიც დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს სჭირდებათ კონკრეტულ სერვერებთან ან ვებ გვერდებთან წვდომისთვის. ისინი ინახავენ მხოლოდ შიდა გამოყენებისთვის განკუთვნილ ინფორმაციას. ასეთ შემთხვევებში, სახლში VPN-ის გამოყენებაც დაგჭირდებათ. ნებისმიერ შემთხვევაში კარგი იდეაა ჩვევად გადააქციოთ VPN-ის დაკავშირებულ მდგომარეობაში დატოვება რაც შეიძლება ხშირად, რადგან ჩართულ მდგომარეობაში ის ყოველთვის უსაფრთხოა, ვიდრე გამორთულ მდგომარეობაში. კიდევ ერთი რამ VPN-ის შესახებ. გახსოვდეთ, როცა მათთან ხართ დაკავშირებული, თქვენმა კომპანიამ შეიძლება ნახოს თქვენ რას აკეთებთ.

11. იკონტაქტეთ კოლეგებთან სიმარტოვე, უკონტაქტობა და იზოლაცია დისტანციურად მუშაობის დროს ზოგადი პრობლემაა. კომპანიები, სადაც დისტანციური მუშაობის კულტურაა, ჩვეულებრივ გთავაზობთ კონტაქტის სხვადასხვა გზებს. მაგალითად, მათ შეიძლება ჰქონდეთ ჩეტ არხები, სადაც დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს შეუძლიათ საერთო ინტერესების შესახებ საუბარი, ერთი და იმავე რეგიონში მყოფ თანამშრომლებს შეხვედრის დაგეგმვა.

12. „გამოჩნდით“ შეხვედრებზე და თქვით თქვენი სათქმელი, რომ სხვებმა მოგისმინონ თქვენ რა თქმა უნდა იღებთ მონაწილეობას ვიდეო კონფერენციებში და საკონფერენციო ზარებში, მაგრამ კარგი იქნება ზოგჯერ არჩევით შეხვედრებსაც დაესწროთ. აუცილებლად ისაუბრეთ ასეთ შეხვედრაზე, ყველამ უნდა იცოდეს, რომ თქვენც ხაზზე ხართ. 13. მოითხოვეთ პირადი შეხვედრების დრო თუ თქვენი დამსაქმებელი ვერ ახერხებს თქვენს შეხვედრას სხვა თანამშრომლებთან ერთად ერთ ოთახში, სთხოვეთ მას წლიური ან ნახევარწლიური მოგზაურობის შეტანა ხელშეკრულებაში. ეს შეიძლება იყოს წლიური დაგეგმვის შეხვედრა, ტრენინგები ან შეხვედრა გუნდურობის ჩამოსაყალიბებლად. შეგიძლიათ ეს სხვა ბიზნეს ღონისძიებად გადააქციოთ, მაგალითად წლიური ფისკალური შეხვედრა, უახლოესი კონფერენცია ან საოფისე დასვენების წვეულება. ნუ დაელოდებით იმას, რომ ვინმე დაგპატიჟებთ ოფისში ან წვეულებაზე. იყავით პროაქტიული. მათთვის, ვისაც მოულოდნელად მოუხდა სახლიდან მუშაობა, ვინც ცდილობს შეამციროს პირისპირ კონტაქტი, მოაწყვეთ ვიდეო ზარი თქვენს კოლეგებთან ან მენეჯერთან კვირაში ერთხელ.

14. გამოიყენეთ ავადმყოფობისთვის განკუთვნილი შვებულებები როცა თავს ცუდად გრძნობთ, გამოიყენეთ ავადმყოფობისთვის განკუთვნილი დასვენების დღეები. თუ ასეთი დღეები თქვენი კომპენსაციის პაკეტში შედის, გამოიყენეთ დასვენების დღეები, თუ დაგჭირდებათ. ასეთი დღეების არ გამოყენება ფულის გადაყრას ნიშნავს. თუ ფრილანსერი ხართ, ვისაც არ აქვს ანაზღაურებადი დასვენების დღეები ავადმყოფობის გამო, შეიძლება ადვილი აღმოჩნდეს საწინააღმდეგო, დრო ფულია ხაფანგში გაბმა და ავადმყოფობის საშუალებით ძალაუფლების მოპოვება. იცოდეთ, რომ ზოგჯერ უკეთესია დაისვენოთ და გამოკეთდეთ, რომ შემდეგში უფრო პროაქტიულად გააგრძელოთ მუშაობა.

15.არ გამოტოვოთ ტრენინგების შესაძლებლობები

როცა არ ხართ ოფისში თქვენს თანამშრომლებთან ერთად, შეგიძლიათ წახვიდეთ ტრენინგებზე და უნარ-ჩვევების გამომუშავების კურსებზე, რომლებსაც პირისპირ მუშაობით ასწავლიან. თქვენს კომპანიას შეიძლება დაავიწყდეს თქვენი ჩამატება ინტერნეტ ტრენინგ კურსებზე. ამის გამო კი შეიძლება თქვენ გამოტოვოთ რაღაც სასარგებლოს სწავლის შესაძლებლობა. ხმამაღლა გამოთქვით თქვენი აზრი და დარწმუნდით, რომ თქვენც ხართ ჩართული ასეთ ტრენინგებში. ჩვეულებრივი ტრენინგების გარდა, შეგიძლიათ მოითხოვოთ ინტერნეტ ან პირისპირ მუშაობის კურსები, ტრენინგები და ქოუჩინგი, თუ დაგჭირდებათ. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დროის 100 პროცენტს დისტანციურად მუშაობაში ხარჯავენ, მოიძიეთ სასწავლო შესაძლებლობები, რომლებიც არის თქვენი კომპანიის მთავარ ოფისში ან თქვენთან ყველაზე ახლოს მყოფ ოფისში. ამ გზით, მიიღებთ ტრენინგებს და თქვენს კოლეგებთან პირისპირ ურთიერთობის დროს.

16. ზედმეტი კომუნიკაცია დისტანციურად მუშაობა თქვენგან ზედმეტ კომუნიკაციას მოითხოვს. იყავით აქტიური, თავდაჯერებული და გააკეთეთ ყველაფერი რომ არ ჩამორჩეთ პროცესებს.

17. იყავით პოზიტიური დახვეწილად საუბარი ძალიან კარგია, მაგრამ ხშირად არ იგრძნობა ენერგია და მუხტი, ამიტომ იყავით თავისუფალი და პოზიტიური. გაუზიარეთ თქვენი ენერგია ყველას.

18. ისარგებლეთ წახალისებებით ყოველ კვირას თითო პურს ვახცობ. იცით რატომ? იმიტომ რომ სახლიდან ვმუშაობ და შემიძლია. გარდა ამისა, მსიამოვნებს ამის კეთება. როცა ოფისში ვმუშაობდი მთელი დღის განმავლობაში, მიჭირდა დროის მოძებნა იმისთვის, რომ ღუმელში რამე გამომეცხო. დისტანციურად მუშაობას უნიკალური თვისებებიც აქვს. გამოიყენეთ ისინი. თქვენ ამას იმსახურებთ.

19. ნუ მოსთხოვთ ბევრს საკუთარ თავს

ყველაზე წარმატებულ დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს აქვთ ზედმეტად მოწესრიგებულის სახელი. ბოლოს და ბოლოს, სრული განაკვეთის საოფისე საქმის შესრულებას სერიოზული ორიენტაცია სჭირდება არა ტრადიციული სივრციდან. ამბობენ, რომ ყურადღება ზოგჯერ მაინც ეფანტება ყველას ასეთ დროს. თუ აღმოაჩენთ, რომ ერთ მომენტში მუშაობთ და მეორე მომენტში თქვენი შვებულებისთვის თვითმფრინავის ბილეთებს ჯავშნით, ამის გამო საკუთარ თავს ძალიან ნუ გაკიცხვათ. პირიქით, ჰკითხეთ საკუთარ თავს, სხვა ადამიანებიც თუ აკეთებენ იგივეს სამსახურის პერიოდში. თუ პასუხი დადებითია, მიეცით თავს მოდუნების საშუალება, შემდეგ კი გააგრძელეთ მუშაობა.

20. დღე რუტინით დაასრულეთ როცა დღე რუტინით უნდა დაიწყოთ, გამოიმუშავეთ ჩვევა, რომელიც მიგანიშნებთ სამუშაო დღის დასრულებაზე. ეს შეიძლება იყოს დასრულების ნიშანი ბიზნეს შეტყობინებების აპლიკაციაში, ძაღლის გასეირნება საღამოს ან იოგას გაკვეთილი საღამოს 6 საათზე. რამე მარტივი, როგორიცაა კომპიუტერის გამორთვა და საყვარელი პოდკასტის ჩართვა. რასაც აირჩევთ, მუდმივად გააკეთეთ, რომ სამუშაო საათების დასრულება აღნიშნოთ.

მუდამ თქვენთან, Metaweb.ge



Comments


bottom of page